პრეზიდენტს სიტყვის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან პლასტელინის ბიუსტი წარწერით “სიტყვის გამტეხი” მიიტანეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვის შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. ისინი ახსენებენ გიორგი მარგველაშვილს, რომ არ უნდა შესულიყო ავლაბრის რეზიდენციაში. ”
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წვერების პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ, მათი თქმით, რამდენიმე თვეა ვერ გაარკვიეს – რა ფუნქცია ექნება ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობას, რომელიც თავდაპირველად პრეზიდენტის რეზიდენციისთვის იყო გათვალისწინებული.
„ჩვენი პროტესტის მთავარი მიზეზი არის სიცრუე, რომელიც მოვისმინეთ. სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს, რომ მაღალი თანამდებობის პირებიდან დადებული პირობა უნდა შესრულდეს. გავიდა დიდი ხანი და ჩვენ პასუხი არ გვაქვს, რეზიდენცია რჩება პრეზიდენტს თუ გადაეცემა სტუდენტებს, ან ვის დარჩება ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობა “, – განაცხადა “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარემ ლაშა გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები