ამირან გამყრელიძე: ჩემი საექიმო რჩევაა, გარე სივრცეში შეკრებების დროს პერიოდულად პირბადე გაიკეთოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნაზე ისაუბრა და მოქალაქეებს ურჩია, თავშეყრის ადგილებში პირბადე გაიკეთონ.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება დასტაბილურებულა, თუმცა, მოსახლეობამ სიფრთხილე მაინც უნდა გამოიჩინოს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ჩემი პირადი რჩევაა, გარე სივრცეში, იქ, სადაც იკრიბება 5, 10 ადამიანი, საუბრობთ მეგობრები, სასურველია, რომ ამ დროს პერიოდულად პირბადე გაიკეთოთ. ეს ვალდებულება არ არის, ჩემი საექიმო რჩევა იქნება, რომ ჯერჯერობით, მაინც ფრთხილად ვიყოთ. ომიკრონი და კორონავირუსი ვერაგი აღმოჩნდა, ისეთ სიურპრიზებს უმზადებს კაცობრიობას, წინასწარ განჭვრეტა არ არის მარტივი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები