ჩერნიგოვის მერი: მოსახლეობის ნახევარზე მეტმა ქალაქი დატოვა

ჩერნიგოვის მერის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქალაქი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა დატოვა.

მერმა აღნიშნა, რომ თუ ბრძოლის დასაწყისში მტერი, პირველ ყოვლისა, სამხედრო ობიექტებზე ცდილობდა თავდასხმას დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში, ცეცხლს მიზანმიმართულად დასახლებულ ადგილებში ხსნიან. მისივე თქმით, გარეუბნებში სახლების 60-70% დანგრეულია.

“ჩემი აზრით, ქალაქში დაახლოებით 130 ათასი ადამიანია დარჩენილი. ომამდე 285 ათასი იყო, შესაბამისად, დაახლოებით 150-155 ათასმა ადამიანმა დატოვა”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები