გიორგი სიგუას თანამდებობა არ დაუტოვებია და მუშაობას განაგრძობს
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან, თითქოსდა, თანამდებობა დატოვა. როგორც „კვირას“ გიორგი სიგუამ განუცხადა, იგი ამჟამად სამსახურში იმყოფება და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
„რომელიღაც სააგენტომ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია. არსად არ წავსულვარ. ამჟამად ჩემს სამუშაო ოთახში ვიმყოფები და სხვადასხვა წერილს ელექტრონული ფოსტით ვპასუხობ. დავუკავშირდი იმ სააგენტოს და პასუხიც მოვთხოვე, თუ რატომ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას“, – აღნიშნა გიორგი სიგუამ.
შეგახსენებთ, დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გიორგი სიგუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ამის მიზეზი სიგუას მიერ ბოლო დროს გაკეთებული სკანდალური განცხადებები გახდა.