ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ტელეკომპანია “პირველის” მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
“ტელეკომპანია „პირველმა” ერთ-ერთ გადაცემაში გაავრცელა მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტში ქვიშრობული ოქროს შესწავლა – მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ”,- ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
“ვაცხადებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ღვებალდის და გვალდერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშრობული ოქრო) შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის გაცემაზე, 2022 წლის 15 თებერვალს გამართული ელექტრონული აუქციონის შედეგად, ლიცენზია არ გაცემულა.
შესაბამისად, აღნიშნული მედიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.