“წარმოიდგინეთ 14 ათასი ცხედარი თქვენთან ერთად იმ სტადიონზე… რამხელა დანაკარგი გაქვთ ამ შემოჭრისგან. ეს ომის საფასურია!”, – მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოსახლეობას და მოსკოვში გუშინ გამართულ კონცერტს ეხმაურება.
“მოსკოვში ყირიმის მიტაცების ბევრი მიზეზი გაისმა, ჩაატარეს დიდი მიტინგიც. მინდა ყურადღება ერთ დეტალზე გავამახვილო – აქციაზე დაახლოებით 200 ათასი ადამიანი შეკრიბეს, ქუჩაში 100 ათასი იდგა, სტადიონზე კი დაახლოებით 95 ათასი. ზუსტად ამ რაოდენობის ჯარი შემოიჭრა უკრაინაში. ახლა წარმოიდგინეთ, 14 ათასი ცხედარი თქვენთან ერთად იმ სტადიონზე. კიდევ ათობით ათასი დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი. წარმოიდგინეთ, რამხელა დანაკარგი გაქვთ ამ შემოჭრისგან. ეს ომის საფასურია!” – აცხადებს ზელენსკი.