რა არის რუსეთის მთავარი ამოცანა – დუგინი პუტინის განზრახვებს ააშკარავებს

 

ცნობილი რუსი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებაზე საუბრობს და რუსეთის მთავარ ამოცანაზე ამახვილებს ყურადღებას.

რუსი პროპაგანდისტი ამბობს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი საქართველოს ოკუპაციაა. ამასთან, უკრაინაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ ქვეყანაშიც იგივე ვითარებაა.

“რუსეთის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში არ იყოს ამერიკული ბაზები. მორჩა. თუ იქ ამერიკული ბაზები იქნება, მაშინ წავაგეთ. თუ არ იქნება- მოვიგეთ.

როგორ მივაღწიოთ, რომ იქ არ განთავსდეს ამერიკული ბაზები? ამის მიღწევა რამდენიმე საშუალებითაა შესაძლებელი.
1. დავუახლოვდეთ საქართველოს, წავიდეთ მცირე დათმობებზე. მაგრამ აქ შეზღუდულები ვართ იმით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება არ იქნება. ეს გამორიცხულია. შესაბამისად, საქართველოსთვის სანაცვლოდ რაიმე განსაკუთრებულის შეთავაზება არ შეგვიძლია. იმიტომ რომ მათთან იმეგობრო ამერიკული ბაზების სანაცვლოდ და სანაცვლოდ არაფერი შესთავაზო, გეოპოლიტიკურად შეუძლებელია.
2. ეკონომიკური საკითხი – ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ეკონომიკური ზეწოლა საქართველოზე და დავუწესოთ შეღავათები გარკვეულ სფეროზე, მაგალითად ენერგეტიკაზე.
ჩვენ ეს ვცადეთ, მაგრამ არ იმუშავა.
ასევე შეგვიძლია საქართველოს ოკუპაცია, მაგრამ ამისთვის საბაბია საჭირო.
მე არ გამოვრიცხავ ამ ვარიანტს, იმის გამო რომ იქ ამერიკული ბაზები არ იყოს.
ასეა უკრაინის შემთხვევაში”, – ამბობს დუგინი, ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე თვის წინაა ჩაწერილი.

ამავე თემაზე :

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები