კიევში განადგურებულ შენობებს შორის არის 36 საცხოვრებელი კორპუსი, 6 სკოლა და 4 საბავშვო ბაღი

ომის დაწყებიდან კიევში 60 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აქედან 4 ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის საბჭო ავრცელებს. ასევე, დედაქალაქში დაღუპულთა შორის არის 160-ზე მეტი სამხედრო.  ჯამურად, კიევში დაშავდა 889 ადამიანი. დაშავებულთა შორის 241 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის, 18 ბავშვი.

განადგურებულ შენობებს შორის არის 36 საცხოვრებელი კორპუსი, 6 სკოლა და 4 საბავშვო ბაღი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები