რუსეთში ზელენსკი “ნარკომანად” გამოაცხადეს
“როსპოტრებნადზორის” ყოფილი ხელმძღვანელი, რუსეთის განათლების აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გენადი ონიშჩენკო მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ნარკოტიკულ საშუალებებზეა დამოკიდებული.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე თქვა.
„მინდა, თანავუგრძნო მას, რადგან უკვე აშკარაა, რომ დღეს ის უკვე ღრმად გახდა დამოკიდებული ნარკოტიკებზე, ეს უკვე დაავადებაა, მისთვის ეს აუტანელი გამოცდაა – ამხელა სახელმწიფოს მართვა ასეთ მძიმე დროს,” – თქვა ონიშჩენკომ.
ნობელის პრემიაზე ზელენსკის წარდგენის ინიციატივაზე საუბრისას, ონიშჩენკომ აღნიშნა, რომ ნობელის კომიტეტმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მთლიანად მოახდინა.