უკრაინელი მსახიობი, ოქსანა შვეცი კიევის დაბომბვისას დაიღუპა
უკრაინელი თეატრისა და კინოს მსახიობი, ოქსანა შვეცი კიევის საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპა. ინფორმაციას კიევის ეროვნული აკადემიური ახალგაზრდული თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მსახიობი 67 წლის იყო. 6 მარტს ირპენში დაიღუპა კიდევ ერთი უკრაინელი მსახიობი და შოუმენი, პაშა ლი.