ზელენსკის მრჩეველი: 3 კვირაში, სავარაუდოდ, ომის აქტიური ფაზა დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინაში ომის აქტიური ფაზა, სავარაუდოდ, 3 კვირაში დასრულდება.

“სამ კვირაშიბომის აქტიური ფაზა, სავარაუდოდ, დასრულდება. ეს მტრის ძალების ეფექტურობის შესუსტებას უკავშირდება. ამასთან, იმ ადგილებში, სადაც მტერი დგას, ოკუპანტები ძალების ოპტიმიზაციას და გამაგრებას შეეცდებიან, აქედან გამომდინარე, მტერი იმ ადგილებიდან უნდა გავდევნოთ. საყურადღებოა ის ინფორმაციაც, რომ კიევსა და სხვა ქალაქებში, რუსი დივერსანტების გადასხმა იგეგმება. ჩვენმა ბიჭებმა კონტროლი გააძლიერეს, მტერი ამ კუთხითაც ვერ მიაღწევს წარმატებას. მაქსიმალურად უნდა აღვკვეთოთ, მაროდიორობის ფაქტები. კიევის მიმდებარე ქალაქებში, დამპყრობლები, სისტემატურად აუპატიურებენ ადამიანებს და ბავშვებს კლავენ. სამი დღის წინ, ბალაკლეიდან იზიუმის მიმართულებით, სამი მანქანა მოძრაობდა, მანქანაში ბავშვები ისხდნენ, რუსებმა გააჩერეს, გამოჰკითხეს, გაატარეს და ცეცხლი გაუხსნეს”, – თქვა ოლექსეი არესტოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები