შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელობა არ აქვს, ძალადობა ჟურნალისტის მიმართ განხორციელდება თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლის მიმართ – ესაა დანაშაული და უნდა დაისაჯოს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, ძალადობა მოხდება ჟურნალისტზე თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელზე, რადგან ეს დანაშაულია და ნებისმიერი მოძალადე უნდა დაისაჯოს.
ამის შესახებ პაპუაშვილმა “მთავარი არხისა” და “ფორმულას” გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა – ხომ არ ახალისებს ძალადობას ის ფაქტი, რომ 5 ივლისის ორგანიზატორები ჯერ კიდევ არ დასჯილან.

„მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ჟურნალისტზე თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელზე, ეს არის დანაშაული და ნებისმიერი დანაშაული, რაც ძალადობას შეეხება, თავისთავად უნდა დაისაჯოს. ამ კითხვას პასუხი აქვს ცალსახა: არათუ დასჯილები არ არიან, კვირაში რამდენიმე დღე არის სასამართლო პროცესები, ესეც დასჯის პროცესია. საქმეზე 100-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული, ზოგი ადმინისტრაციული წესით იყო სანქცირებული, ზოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. თავად 5 ივლისი, ეს თავისთავად იყო არათუ არაორდინალური, არამედ გამონაკლისი ჩვენს ისტორიაში, როდესაც მასობრივი ძალადობა მოხდა ჟურნალისტების მიმართ, მათ შორის ექსტრაორდინარული იყო რეაგირებაც ამაზე. 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს“, – განაცხადა შალვა პაპაუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები