იენს სტოლტენბერგი: მესმის ზელენსკის იმედგაცრუების, მაგრამ ომი უკრაინის ფარგლებს არ უნდა გასცდეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუების კარგად ესმის, მაგრამ ალიანსისთვის უპირატესი ესკალაციის თავიდან აცილებაა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან საუბრისას განაცხადა.

„მე მესმის პრეზიდენტი ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუების, რადგან ისინი სასტიკი და უაზრო ომის მსხვერპლნი არიან, მაგრამ ომი უკრაინის ფარგლებს არ უნდა გასცდეს“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, NATO უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერს აკეთებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-ს მოკავშირეები უკრაინულ ჯარებს წვრთნიდნენ და ეს ყველაფერი უკრაინას რუსეთთან ომში ეხმარება.

“ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ – მთავარ როლს კი ამ ძალისხმევაში გერმანია თამაშობს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები