შტაინმაიერი: უკრაინის წინააღმდეგ ომი არის დასავლური დემოკრატიებისთვის გაფრთხილება

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომს “დასავლური დემოკრატიებისთვის გაფრთხილებად” განიხილავს.

ამის შესახებ მან პორტალ t-online-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

„როდესაც ვხედავთ, როგორ იბრძვიან უკრაინელები დემოკრატიასა და თავისუფლებისთვის, ეს ჩვენთვისაც ხდება შეხსენება: ასეთი მიღწევები სამუდამოდ გარანტირებული არ არის“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატია მოითხოვს აქტიურ მოქმედებას და იცოცხლებს “მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებას ეს ნამდვილად სურს”.

ამასთან, გერმანიის პრეზიდენტმა მოიწონა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ დიდი სოლიდარობა, რასაც ამჟამად გერმანიის მცხოვრებლები აჩვენებენ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი თანაგრძნობა ამ ხალხის მიმართ და აღშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი ბევრ მათგანს ემუქრება და აიძულებს გაქცევას. მაგრამ ასევე იმის გაცნობიერება გვაქვს, რომ სოლიდარობა, რომელსაც ახლა ვავლენთ, არ არის ორი-სამი კვირის საქმე, მაგრამ მოითხოვს გრძელვადიან ძალისხმევას“, – თქვა შტაინმაიერმა და აღნიშნა, რომ გერმანიამ 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისიდან გაკვეთილი გამოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები