რუსმა მომღერალმა, ზემფირამ საკუთარ იუთუბ არხზე სიმღერის – “არ ისროლოთ” – ახალი კლიპი გამოაქვეყნა. კლიპში რუსეთის აგრესიის ამსახველი ვიდეოები და რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ადამიანების კადრებია.
მომღერალმა თავისი არხიდან წაშალა ყველა სხვა სიმღერა, გარდა 2008 წელს ჩაწერილი სიმღერისა, რომელიც უკრაინული როკ ჯგუფის, Okean Elzy-ის სიმღერის ქავერ ვერსიაა.
ამასთან, ზემფირამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს, 24 თებერვალს საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე ფოტო დადო, წარწერით – “არა ომს”.