გაერო-მ ყველაზე ბედნიერი ქვეყანა დაასახელა – საქართველო 105-ე ადგილზეა
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა, უკვე მეხუთედ, ფინეთი გახდა.
შესაბამისი ყოველწლიური მოხსენება გაერო-ს ქვედანაყოფმა – World Happiness Report-მა გამოაქვეყნა.
კვლევაში მსოფლიოს 146 ქვეყანა შედის და გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის სიცოცხლის ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, კორუფცია და სხვა. პირველი ანგარიში 2012 წელს გამოქვეყნდა.
ფინეთის გარდა, ათეულში მოხვდნენ: დანია, ისლანდია, შვეიცარია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, შვედეთი, ნორვეგია, ისრაელი და ახალი ზელანდია.
შეერთებული შტატები მე-16 ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი მე-17-ზე, საფრანგეთი კი, მე-20 ადგილზეა.
რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ლიეტუვას და ესტონეთს – 34-ე და 36-ე ადგილები, ყაზახეთი მე- 40-ე, ლატვია 42-ე, უზბეკეთი 53-ე, მოლდოვა 62-ე, ყირგიზეთი 64-ე, ბელარუსი 65-ე, თურქმენეთი 78-ე. რუსეთი მე-80-ე (2021 წელს მე-60-ზე იყო), სომხეთი 82-ე, ტაჯიკეთი 83-ე, აზერბაიჯანი 92-ე, უკრაინა 98-ე, საქართველო 105-ე.
ყველაზე უბედურ ქვეყნებად ავღანეთი და ლიბანი დასახელდა.