ზელენსკი შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ

მოქმედი და ყოფილი ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგენას გეგმავს.

შესაბამისი წერილით ნობელის კომიტეტს 36 დეპუტატი მიმართავს და ლაურეატობის კანდიდატთა წარდგენის ვადის 31 მარტამდე გახანგრძლივებას მოითხოვენ.

“ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინელი ხალხის გამბედაობისა, რომელიც გადაურჩა რუსეთის ფედერაციის მიერ მათ წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს.

მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები დემოკრატიისა და თვითმმართველობის შესანარჩუნებლად იბრძვიან.

ჩვენ გვჯერა,  ახლა არის დრო, ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ მსოფლიო მათ მხარესაა. ამიტომ, მოგიწოდებთ თქვენ, კომიტეტს, გაითვალისწინოთ შემდეგი:

გაახანგრძლივოთ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტების წარდგენის პროცედურა 2022 წლის 31 მარტამდე”, – აღნიშნულია წერილში.

დოკუმენტზე ხელს აწერს 36 პოლიტიკოსი, მათ შორის, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპარლამენტის წევრი , ურმას პაეტი, ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი – ანდრუს ანსიპი, ჰააგის სტრატეგიული კვლევების ცენტრის პოლიტიკური საქმეთა დირექტორი და პარლამენტის ყოფილი წევრი – გან ტენ ბროკი, ევროპარლამენტის წევრი და ვიცეპრეზიდენტი – ესთერ დე ლანგე, ევროპარლამენტის წევრი – კატრინ ლანგენზიპენი, ნიდერლანდების თავდაცვის ყოფილი მინისტრები – ანკ ბიჯლეველდი და იორის ვორგოევი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები ბერნარ ბოთი, ბერტ კუენდერსი და ნიდერლანდების ყოფილი ვიცეპრემიერი – მაქსიმ ვერჰაგენი.  ევროპარლამენტის პრემიერმინისტრი – გაი ვერჰოფშტადი და სხვები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები