რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, 109 ბავშვია დაღუპული, 207 კი დაშავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ყველაზე მეტი დაშავებულია კიევის ოლქში – 55, ხარკოვის ოლქში – 34, დონეცკის ოლქში – 26, ჩერნიგოვის ოლქში – 29, მიკოლაივის ოლქში – 20, ჟიტომირის ოლქში – 15, სუმის რეგიონში – 14 და ხერსონის ოლქში – 14.
გარდა ამისა, დაბომბვების შედეგად, 439-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, რომელთაგან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტად დაზიანებული შენობებია დონეცკში – 126, ხარკოვში – 77, ნიკოლაევში – 39, სუმიში – 32, კიევში – 41, ხერსონის რეგიონებში – 21 და კიევში – 35.
ოფისში ამბობენ, რომ ეს მონაცემი საბოლოო არ არის, რადგან შეუძლებელია იმ ადგილების დათვალიერება, სადაც საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.