“რუსეთმა ადამიანური რესურსი თითქმის ამოწურა და ის უკიდურეს ზომებს მიმართავს” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვნად ამოწურეს ადამიანური რესურსები, ამიტომ, რუსეთის სამხედრო ძალების სარდლობა იძულებულია, რეკრუტირების საკითხებში უკიდურეს ზომებს მიმართოს.

ამის შესახებ გენშტაბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კერძოდ, აღინიშნება, რომ რუსეთის სარდლობა ახორციელებს ფარულ მობილიზაციას, იზიდავს  „მოხალისეებს“, წვევამდელებსა და იუნკერებს, ასევე, დაქირავებულებს სირიის არაბთა რესპუბლიკიდან.

მათივე ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების დარიგებით, პოზიტიური იმიჯის შექმნას ცდილობენ.

ამავდროულად, აქტიურად ეძებენ და აკავებენ პროუკრაინელ აქტივისტებს, საჯარო მოხელეებს, სპეცოპერაციების მონაწილეებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ, ოკუპაციას წინააღმდეგობა გაუწიონ.

როგორც გენერალურ შტაბში აღნიშნეს, მტერი აგრძელებს დანაკარგებს. მას აქვს პრობლემები ქვედანაყოფების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პირად შემადგენლობაში დაბალია მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც დეზერტირობის შემთხვევებს ზრდის, ასევე, გახშირებულია უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე უარის თქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები