რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას ლვოვი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას სარაკეტო იერიში ქალაქ ლვოვზე მიიტანეს.

როგორც ქალაქის მერმა, ანდრეი სადოვმა დაწერა, რაკეტები აეროპორტის მიდამოებში ჩამოვარდა.

სადოვი Telegram-ში წერს, რომ, ამჟამად, ჭურვების ჩამოვარდნის მისამართის დასახელება არ შეუძლია.

მან მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა, ასევე, განგაშის დროს სამალავებში გადასვლის რეკომენდაცია მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები