მაკრონი: უკრაინაში ომის გამო, მსოფლიოს სასურსათო კრიზისი ემუქრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში მსოფლიო სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.

ამის შესახებ მან დიდ პრესკონფერენციაზე თქვა, რომელზეც საკუთარი საარჩევნო კამპანია წარადგინა.

„უკრაინაში ომის გამო, უახლოეს 12-18 თვის განმავლობაში ჩვენ ღრმა სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით, განსაკუთრებით – ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთზე არიან დამოკიდებული – ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ამიტომ, ევროპა ამ გამოწვევისთვის მზად უნდა იყოს“, – განაცხადა მაკრონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ, ქვეყნის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, მიზნად დაისახავს, უზრუნველყოს საფრანგეთის სურსათის დამოუკიდებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები