ჩერნიგოვში ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს – დაღუპულებს შორის აშშ-ის მოქალაქეა

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვში მშვიდობიან მოქალაქეებზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ვოლოდიმირ ნიძელსკის ინფორმაციით, აგრესორებმა საარტილერიო დანადგარებიდან ისროლეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.

“დღეს მტერი ისევ ლაჩრულად დაესხა თავს ჩერნიგოვის მშვიდობიან მოსახლეობას. მტრის არტილერიამ დაბომბა საცხოვრებელი უბანი ქალაქის ცენტრში. ცნობილია, რომ არიან დაჭრილები და დაღუპულები. გარდაცვლილებს შორის არის აშშ-ის მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები დაზარალებულების დასახმარებლად, ასევე, ხდება ომის დანაშაულის ყველა გარემოების აღრიცხვა”, – წერს პოლიციის უფროსი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები