ჯონსონი: უკრაინა დასავლეთის შეცდომების “საფასურს იხდის”

დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინა დღეს დასავლეთის შეცდომების “საფასურს იხდის”.

ამის შესახებ მან BBC-თან ინტერვიუში თქვა.

როგორც ჯონსონი აღნიშნავს, პრობლემა ევროპის იმ ქვეყნებმა შექმნეს, რომლებმაც 2014 წელს ყირიმის ანექსიის მიუხდავად, “პუტინთან, როგორც საზოგადოების ნაწილთან” დაბრუნდნენ.

ამასთან, ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ჩაიშალა, რადგან პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობის ძალა.

ჯონსონის თქმით, დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ “აღარასდროს იქნება მოწყვალდი პუტინის შანტაჟის მიმართ, მათ შორის ენერეგეტიული შანტაჟის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები