საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ რუსი სამხედრო ტყვეების ვიდეოების გამოქვეყნება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ქმედებები არღვევს ჟენევის კონვენციის ნორმებს, რომლებიც სამხედრო პერსონალის ღირსეულ მოპყრობას ითვალისწინებს.
„უკრაინის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების ვიდეოების განთავსება სოციალურ მედიაში… კერძოდ, ისეთი ვიდეოები, რომლებშიც აღბეჭდილია ტყვეების დამცირება და დაშინება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.