ლუკაშენკო: თუ ზელენსკი პუტინთან შეთანხმებას არ გააფორმებს, მას დანებება მოუწევს
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას შეთანხმების სრულიად მისაღებ ვარიანტს სთავაზობს.
მისი თქმით, გასულ კვირას უკრაინიდან ბელარუსის მიმართულებით ორი რაკეტა – Tochka-U იქნა გაშვებული.
“თუ უკრაინა ბელარუსის წინააღმდეგ ესკალაციას გააგრძელებს, მაშინ მინსკი ამას უპასუხოდ არ დატოვებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მან ასევე თქვა, რომ “თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას არ გააფორმებს, მას კაპიტულაცია მოუწევს”.