ვანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების პროექტირებაზე მუშაობა დაიწყო
ვანის მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დღის ბოლოს დაასრულებს. ამ ეტაპზე სპეციალისტები სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის პროექტირებაზე მუშაობენ. ექსპერტების თქმით, ახალი ხიდის მშენებლობა დაახლოებით 300 ათასი ლარი დაჯდება, ხოლო რეაბილიტაცია 2 თვეში დასრულდება. რაიონში ასევე ჭოკიანის ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება.
„რვა ოჯახს მიეცემა შესაბამისი დახმარება, ხოლო ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი დახმარების სახით გადაეცემათ 4500 ლარი. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად უკვე წარმოებს საპროექტო სამუშაოები ახალი ხიდის მშენებლობასთან და მეორე დაზიანებული ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.