“დაანგრიეთ ეს კედელი!” – ზელენსკიმ ბუნდესტაგში გამოსვლისას შოლცს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მიმართა და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შეჩერებაში დახმარებისკენ მოუწოდა.

„მინდა, გითხრათ, კანცლერო შოლცი – დაანგრიეთ ეს კედელი. მიეცით გერმანიას ლიდერობის შესაძლებლობა, რომელსაც იმსახურებთ და თქვენი შთამომავლები ამით იამაყებენ. მხარი დაგვიჭირეთ, შეაჩერეთ ომი. დაგვეხმარეთ მის შეჩერებაში“, – თქვა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპაში მთელი ერის განადგურებას ცდილობს.

„ყველაფრის განადგურებას ცდილობენ, რისი წყალობითაც ვცხოვრობთ და რისთვის?! მოგმართვათ ჩვენი სამხედროების სახელით. იმათი სახელით, ვინც იცავს ჩვენს სახელმწიფოს და, შესაბამისად, ღირებულებებს, რომლებზეც ხშირად საუბრობენ ევროპაში, ყველგან, თქვენთანაც. და რატომ იცავენ ამ ყველაფერს თქვენი ხელმძღვანელობის გარეშე? თქვენი ძალის გარეშე? რატომ არის, რომ ოკეანის გადაღმა მყოფი ქვეყნები უფრო ახლოს არიან ჩვენთან, ვიდრე თქვენ? იმიტომ, რომ ეს კედელია. კედელი, რომელსაც ბევრი ვერ ამჩნევს”, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები