რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ადმინისტრაციის შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნეს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ადმინისტრაციისა და საოლქო საბჭოს შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნეს.

ამის შესახებ ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ Facebook-ზე დაწერა.

როგორც მან აღნიშნა,  “მტერი ვერ ხვდება, რომ ეს დროშა ყველა ხერსონელის, ყველა უკრაინელის გულშია”.

როგორც ცნობილია, რუსმა ოკუპანტებმა “ხერსონის ოლქის ხსნის კომიტეტი” შექმნეს, რომელშიც, უკრაინული მედიის თქმით, საეჭვო წარსულის მქონე პირები არიან  შესული და ამ ე.წ. კომიტეტის სხდომები სწორედ ამ შენობაში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები