უკრაინის შსს: რუსეთმა თვითმფრინავების მესამედი დაკარგა

უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ქვეყნის სამხედრო ძალები ყოველდღიურად მტრის რამდენიმე თვითმფრინავს ანადგურებენ.

ამის შესახებ მან ტელეარხ 24-ის ეთერში თქვა.

“ჩვენი გათვლებით, რუსეთში არსებული თვითმფრინავების 1/3 უკვე ჩამოვაგდეთ. ანუ, ომის მიმდინარეობის 21 დღის განმავლობაში, რუსეთმა თვითმფრინავების მესამედი დაკარგა”, – თქვა მან.

მან ასევე დასძინა, რომ ბოლო დღეებში უკრაინელი სამხედროები სულ უფრო ნაკლებად ახერხებენ რუსი პილოტების დაკავებას, რაც, მისი აზრით, შეიძლება, ნიშნავდეს იმას, რომ გაფრენამდე პილოტებს კატაპულტირების უფლებას არ აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები