რადას დეპუტატი: მარიუპოლის თეატრის ბომბსაფარმა დაბომბვას გაუძლო, ადამიანები გადარჩნენ

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში თეატრში მოწყობილმა ბომბსაფარმა ავიაიერიშს გაუძლო და მასში შეფარებული ადამიანები გადარჩნენ. ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, სერგეი ტარუტა Facebook-ზე ავრცელებს.

“გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ, ომის 22-ე დღეს კარგი ამბავი მარიუპოლიდან. ჭურვებს ბომბსაფარმა გაუძლო. ნანგრევების გაწმენდა დაწყებულია, ადამიანები ცოცხლები გამოდიან”, – წერს ტარუტა.

16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობაზე ბომბი ჩამოაგდო. თეატრში ბომბსაფარი იყო მოწყობილი, რომელსაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები