დიმიტრი ხუნდაძე: შს მინისტრთან მთავარი კითხვა იქნება ის, თუ როგორაა დინამიკა შეცვლილი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით და როგორ ხდება უსაფრთხოების ნორმების დაცვა
”ვფიქრობ, საინტერესო იქნება შს მინისტრის ინფორმაცია კრიმინალთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურთან მთავარი კითხვა იქნება ის, თუ როგორ არის დაცული ქვეყნის საზღვრები.
”ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მისი ინფორმაცია კრიმინალთან დაკავშირებით, ასევე, დანაშაულებების გახსნების მაჩვენებელთან მიმართებით. რა თქმა უნდა, მთავარი კითხვა იქნება, როგორ არის დაცული ქვეყნის საზღვრები და როგორ არის დინამიკა შეცვლილი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით, როგორ ხდება უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხები ექნება”, – აღნიშნა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს, “მინისტრის საათის” ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.