ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთმა 43 საავადმყოფო და სხვა სამედიცინო დაწესებულებები დაბომბა.
ამის შესახებ ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სულ მცირე, 33 თავდასხმის შემთხვევაში გამოყენებულია მძიმე იარაღი, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღი, ტანკები, რაკეტები, ბომბები ან ნაღმტყორცნები.
”უკრაინაში ჯანდაცვის სისტემა მუშაობის ზღვარზეა,” – თქვა რაიანმა.