თამარ გაბუნია: “დელტამიკრონ” შტამთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ჰიპოთეტური ვერსიებია
ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ჰიპოთეტური ვერსიებია, რაზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ახალი შტამის, “დელტამიკრონის” შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ყურადღება ამ დროისთვის კვლავ “ომიკრონ” შტამზეა გამახვილებული.
„ამ ეტაპზე, მთელი ყურადღება „ომიკრონის“ შტამის ცირკულაციაზეა. ახალ შტამთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მხოლოდ ჰიპოთეტური ვერსიებია, რაზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რასთან შეიძლება, გვქონდეს საქმე, ბუნებრივია, არ გაქვს. ამ ეტაპზე, საუბარი ნაადრევია, ინფორმაცია დაზუსტდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.