ვოლოდიმირ ზელენსკი: მოლაპარაკებების დროს ჩვენი პრიორიტეტებია ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს მთავარი პრიორიტეტი უკრაინის სახელმწიფოს დაცვაა. ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“მოლაპარაკებების დროს ჩემი პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია. ეს არის ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეალური გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის, უკრაინის რეალური დაცვა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა რუს სამხედროებს დანებებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„დადეთ იარაღი, ვინც ამას გააკეთებს, გადარჩენის შანსი მიეცემა. მივმართავ ჯოჯოხეთში ჩაგდებულ ჯარისკაცებს: დაყარეთ იარაღი, უცხო მიწაზე სიკვდილს ეს ნამდვილად სჯობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.