სასწრაფოდ: ე.წ ხურჩის ტერაქტის საქმეზე სასამართლომ რომან შამათავა უდანაშაულოდ ცნო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რომან შამათავა ე.წ ხურჩის ტერაქტის საქმეში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. “კვირა“ დეტალების გადამოწმებას ცდილობს.
რომან შამათავას ბრალი ედებოდა ტერორისტული აქტის მოწყობასა და უფლებამოსილების გადამეტბაში, რაც 15-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. რომან შამათავას გარდა საქმეში მალხაზ მურღულიაც იყო ბრალდებული, რომელსაც აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ ჯერ გირაო, შემდეგ კი ორი წლით პირობითი მსჯავრი დაედო. პროკურატურიის ინფორმაციით, საქმე ეხება 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს.