ზახაროვა: ქვეყნები, რომლებიც კიევს იარაღს აწვდიან, მათ შორის, სლოვაკეთი, საკუთარ თავს პრობლემებს უქმნიან
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, მათ შორის, სლოვაკეთი, პრობლემებს უქმნიან საკუთარ თავს.
ამის შესახებ მან Rutube არხის Soloviev.Live-ის ეთერში თქვა.
„თუკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღება – არა მხოლოდ სლოვაკეთის, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც – მაშინ ისინი საკუთარ თავს უქმნიან პრობლემებს. ისინი საკუთარი ხელებით უქმნიან თავს პირდაპირ პრობლემებს”, – თქვა ზახაროვამ, ამით კი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, თითქოს, ბრატისლავა კიევისთვის საზენიტო სისტემების გადაცემას გეგმავს.
“იგივე ეხება დაქირავებულებსაც”, – დასძინა ზახაროვამ.