“რუსი დივერსანტები უკრაინაში Ruptly-ის ჟურნალისტების მოწმობებით შედიან” – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში განაცხადეს, რომ რუსული დივერსიული ჯგუფები უკრაინაში ევროპის მხრიდან შედიან და სააგენტო Ruptly-ის ჟურნალისტების მოწმობებით სარგებლობენ.

ამის შესახებ ცენტრის ტელეგრამის არხი იტყობინება.

“ამჯერად, ოკუპანტებმა ევროპის მხრიდან იპოვეს “ხვრელი”. ისინი ჩვენთან სააგენტო Ruptly-ის ჟურნალისტების მოწმობებით შემოდიან, რომელიც Russia Today-ის შვილობილი კომპანიაა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ ამ სააგენტოს ოფისი ბერლინში მდებარეობს.

საბჭოში ასევე ამბობენ, რომ მათი სახელწოდება შეიძლება, იყოს Redfish Channel ან Maffick Agency.

ცენტრი მოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები