ბლინკენი: ნატო-ში შესვლაზე უკრაინის მიერ უარის თქმა რუსეთისთვის დათმობად არ უნდა იყოს აღქმული

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატო-ში შესვლაზე უკრაინის მიერ უარის თქმა რუსეთისთვის დათმობად არ უნდა იყოს აღქმული.

ამის შესახებ “ამერიკის ხმა” იტყობინება.

“არ ვფიქრობ, რომ ეს დათმობაა. ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ რეალური მდგომარეობის ასახვა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ, რუსეთის აგრესიამდეც კი, უკრაინა მეორე დღეს კი არ აპირებდა ნატო-ში გაწევრიანებას“, – განმარტა სახელმწიფო მდივანმა.

დიპლომატმა უკრაინაში ომის მიმართ ჩინეთის პოზიცია გააკრიტიკა.

„ის ფაქტი, რომ ჩინეთმა არ დაგმო რუსეთის ქმედებები, თავისთავად ბევრ რამეს ეუბნება არა მხოლოდ რუსეთს, უკრაინას ან ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს. მეორე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ ჩინეთმა შესაძლოა მატერიალური დახმარება გაუწიოს რუსეთს. ჩინეთს ეს პირდაპირ ვუთხარით, მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი თავის ჩინელ კოლეგას შეხვდა”, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები