პუტინი: უკრაინა არასდროს იქნება პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებებისთვის
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა არასდროს იქნება პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებებისთვის.
“ჩვენ საიმედოდ უზრუნველვყოფთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას და არასოდეს მივცემთ უფლებას უკრაინას, გახდეს პლაცდარმი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის”, – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, მისი დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.
„ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა ამ მოლაპარაკებების ორგანიზებისა და წარმართვისთვის და გააცნობიერა, რომ აუცილებელია, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა ადამიანების გადასარჩენად“, – განაცხადა პუტინმა.