რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პურის რიგში მდგარ მოქალაქეებს – არიან დაღუპულები
უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პურის რიგში მდგარ მოქალაქეებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.