ანდრეი შევჩენკო უკრაინელ ლტოლვილებს საკუთარ სახლში შეიფარებს
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინელ ლტოლვილებს ბრიტანეთში, საკუთარ სახლში დააბინავებს. ამის შესახებ შევჩენკომ გადაცემა BBC Breakfast-ში განაცხადა.
მისი თქმით, მეგობრებთან ერთად, მთლიანობაში, 150 უკრაინელის დახმარებას გეგმავს.
ჩელსისა და მილანის ყოფილი თავდამსხმელი ასევე აპირებს, გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან პარტნიორობით, უკრაინის დასახმარებლად 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეაგროვოს.
ამასთან, თავად შევჩენკოს ოჯახი ამ დროისთვის უკრაინაში რჩება. მისი თქმით, დედას, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კიევის დატოვება არ შეუძლია.