Unicef: ყოველ წამში ერთი უკრაინელი ბავშვი ლტოლვილი ხდება

ყოველ წუთში უკრაინაში 55 ბავშვი ხდება ლტოლვილი. ომის დაწყების შემდეგ, 1,5 მილიონზე მეტი ბავშვი გაიქცა ქვეყნიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას Unicef ავრცელებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო მონაცემები შოკისმომგვრელია, რადგან თითქმის ყოველ წამში ერთი უკრაინელი ბავშვი ხდება ლტოლვილი.

“ყოველდღიურად, ბოლო 20 დღის განმავლობაში, უკრაინაში 70 000-ზე მეტი ბავშვი ხდება ლტოლვილი. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წუთში 55 ბავშვი ტოვებს ქვეყანას”, – თქვა ჯეიმს ელდერმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ, ლტოლვილთა ეს კრიზისი სიჩქარისა და მასშტაბის თვალსაზრისით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტოა.

ცნობისთვის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, უკრაინიდან წასულებს შორის, ყოველი 10 ადამიანიდან 9 ქალი ან ბავშვია. IOM-ის ცნობით, ბოლო 20 დღის განმავლობაში უკრაინა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები