მედინსკი: კიევი სახელმწიფოს ავსტრიულ ან შვედურ ვერსიას გვთავაზობს

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ კიევს სურს, შექმნას სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური ვარიანტი.

“უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნება და განვითარება უკრაინის დემილიტარიზაცია – საკითხების კომპლექსია, რომელიც უკრაინის არმიის ზომას უკავშირდება”, – თქვა მან.

მედინსკიმ დააზუსტა, რომ ეს საკითხი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობის დონეზე განიხილება. ასევე, მისი თქმით, კიევს ახლაც ნეიტრალური სტატუსი აქვს.

„1991 წელს საბჭოთა კავშირიდან უკრაინა სწორედ ნეიტრალიტეტის პირობით გავიდა და ეს ნეიტრალიტეტი უკრაინის სუვერენიტეტის დეკლარაციაშია ჩაწერილი“, – თქვა მან.

გარდა ამისა, მედინსკიმ თქვა, რომ რუსეთისთვის საკვანძო საკითხად რჩება ყირიმისა და დონბასის სტატუსი, ასევე, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები და დენაციფიკაცია.

“მოლაპარაკების დღის წესრიგში რჩება დენაციფიკაციისა და სასჯელის გამკაცრების თემა, პირველ ყოვლისა, ნაციზმის, ნეონაციზმის, მათზე დაფუძნებული ექსტრემიზმის განდიდებისთვის”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები