კრემლში პუტინის ემოციურ მდგომარეობაზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამუშაო დღე დილიდან გვიანობამდე გრძელდება, სახელმწიფოს მეთაურის ემოციური მდგომარეობა კი ნორმალურია, – განუცხადა ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

“პრეზიდენტის სამუშაო დღე უკიდურესად არანორმალურია, არ არსებობს განსაზღვრული საათები. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის დილიდან გვიანობამდე მუშაობს. პრეზიდენტის ემოციური მდგომარეობა ნორმალურია”, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები