ბორის ჯონსონი: პუტინსაც გარკვევით ვუთხარით, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შანსი უახლოეს მომავალში არ არსებობს

გუშინ კიდევ ერთხელ ვესაუბრე ვოლოდიმირს და, რა თქმა უნდა, მესმის, რასაც ამბობს NATO-ზე, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა

მისი თქმით, პუტინის აგრესია და მისი აბსოლუტურად ბარბაროსული თავდასხმა უკრაინზე უნდა შეჩერდეს

”გუშინ კიდევ ერთხელ ვესაუბრე ვოლოდიმირს და, რა თქმა უნდა, მესმის, რასაც ამბობს NATO-ზე. ყველას ბევრჯერ უთქვამს და ჩვენ პუტინსაც ძალიან გარკვევით ვუთხარით, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსი უახლოეს მომავალში არ არსებობს, თუმცა, უკრაინის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინელ ხალხზე და ვოლოდიმირ ზელენსკიზე, როგორც მათ მიერ არჩეულ ლიდერზე უნდა იყოს დამოკიდებული. ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და, რაც ყველაზე მთავარია, პუტინის აგრესია და მისი აბსოლუტურად ბარბაროსული თავდასხმა უკრაინზე უნდა შეჩერდეს და არ უნდა ჩანდეს, თითქოს მათ წარმატებას მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ”, – აცხადებს ჯონსონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები