ირაკლი კობახიძე: საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

“ვიმეორებთ, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას.

“ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოდ და პრინციპულად დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები