კულტურის სამინისტროში რევაზ თაყაიშვილის წიგნის – „ჩემი ექვთიმეს“ წარდგენა გაიმართა

კულტურის სამინისტროში რევაზ თაყაიშვილის წიგნის – „ჩემი ექვთიმეს“ პრეზენტაცია გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნი, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებზეა დაფუძნებული. მასში აღწერილია დიდი ქართველის ცხოვრება, მოღვაწეობა და იმდროინდელი ეპოქა.
წიგნის პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, მოადგილე გიორგი მირცხულავა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები დაესწრნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები