ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა თავს კარგად გრძნობს,- ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.
„ის დაჭრილია, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. არ ვიცი, როდის წარმოთქვამს პირველ სიტყვას. ახალი უზენაესი ლიდერის პოსტისთვის სამი ან ოთხი ადამიანი იბრძოდა, მაგრამ ექსპერტთა საბჭოს უმრავლესობამ ის აირჩია“, – განაცხადა მან.