გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ირანს მოუწოდებს, არაბულ ქვეყნებზე თავდასხმები შეწყვიტოს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ირანს მოუწოდებს, არაბულ ქვეყნებზე თავდასხმები შეწყვიტოს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, დოკუმენტში აშშ-სა და ისრაელის ქმედებები არც ნახსენები და არც დაგმობილი არ არის.

დოკუმენტს მხარდასაჭერად ცამეტმა ქვეყანამ მისცა ხმა. რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს.

მოგვიანებით, უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რუსეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ქვეყნებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რეზოლუციაში კონკრეტული ქვეყნები არ არის მითითებული.

მიღებული რეზოლუცია გმობს ირანის მიერ ბაჰრეინში, ქუვეითში, ომანში, კატარში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და იორდანიაში მდებარე სამიზნეებზე განხორციელებულ დარტყმებს და მათ დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, ამირ საიდ ირავანიმ, დოკუმენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საბჭოს ზოგიერთი წევრი მსხვერპლისა და აგრესორის როლებისა და პოზიციების შეცვლას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები