“სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დიალოგის ფორმატები არ გამოიყენა შეგნებულად და არა – შეცდომით” – ლევან მახაშვილი
“დიალოგის ნაწილში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გზავნილები მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, დიალოგი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.
მახაშვილმა ყველას მოუწოდა, პატივი სცენ დემოკრატიას და დიალოგის ფორმატებს.
„ყველას მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ, დემოკრატიას და დიალოგის ფორმატებს ნაცვლად მანდატების დახევის, არჩევნების შედეგების უგულებელყოფისა. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ფორმატები არ გამოიყენა შეგნებულად და არა შეცდომით. ამ ეტაპზე დიალოგი შესაძლებელია პარლამენტში, იმ პარტიებს შორის, რომელთაც არჩევნების შედეგებს პატივი სცენ. სხვა შემთხვევაში, არჩევნები 2028 წელს იქნება და ოპოზიციის ნაწილს საშუალება ექნება, დაამტკიცოს, დიალოგის მომხრეა თუ არა. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში დიალოგი იმ ძალებთან წარიმართება, ვინც მოსახლეობის არჩევანს პატივს სცემს და დიალოგი ვერ იქნება დამნაშავე პარტიებთან, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, პარლამენტში არ შემოდიან“, – განაცხადა მახაშვილმა.